დანდალოს საჯარო სკოლის მოსწავლე რაინდი მგელაძე საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებისთვის დაჯილდოვდა
22-11-2022

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს საჯარო სკოლის მოსწავლე რაინდი მგელაძე საგნობრივ ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის საზეიმოდ დაჯილდოვდა. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ოლიმპიადაში გამარჯვებულ მე -11 კლასის მოსწავლეს ლეპტოპით და სიგელი გადასცა და მიღწეული წარმატება მიულოცა. 

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და გამარჯვებას ულოცავენ. 

„დანდალოს საჯარო სკოლა ვულოცავთ რაინდი მგელაძეს და ქიმიის მასწავლებელს მაგული დიასამიძეს ერთობლივ წარმატებას“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ აჭარაში კონკურსებსა და ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა. გამარჯვებულ 133 მოსწავლეს ლეპტოპები, პლანშეტები და დიპლომები გადაეცათ.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კონკურსებსა და ოლიმპიადებს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის 2012 წლიდან ატარებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203