თხილნარის N2 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეთა საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ტური
22-11-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ტური მოეწყო.

1️9 ნოემბერს, მესამეკლასელები ბათუმის ილია ჭავჭავაძის მუზეუმს ეწვივნენ.

საგანმანათლებლო პროგრამის - „ბუნების სურათები“ ფარგლებში - მოსწავლეები გაეცნენ ილიას პოეზიას.

ლექსის -„გაზაფხული“ შინაარსის მიხედვით, შეეცადნენ თავიანთ ნახატებში აესახათ ბუნების სილამაზე. მოსწავლეებს ასევე ჩაუტარდათ შემეცნებითი ექსკურსია.

ამის შემდეგ კი მესამეკლასელები ესტუმრნენ ქემალ თურმანიძის მიერ დაფუძნებულ კერძო ეთნოგრაფიულ მუზეუმს - „ბორჯღალო“, სადაც დაათვალიერეს აჭარის რეგიონისათვის დამახასიათებელი საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობათა მაკეტები და ნახეს 62 მანეკენი, რომლებიც აღნიშნული რეგიონი მცხოვრებთა ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას და ტრადიციებს წარმოგვიდგენენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ მოსწავლეებისთვის საინტერესო და სახალისო იყო ორივე მუზეუმში სტუმრობა. 

პროგრამას უძღვებოდა კლასის ხელმძღვანელი ნარგიზ გაბრუშიძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203