„პატარა კახი“- კისისხევის საჯარო სკოლის მე-4 კლასში საინტერესო შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა
22-11-2022
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლის მე-4 კლასში საინტერესო შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა.

მისი თემა „პატარა კახი“ იყო. მოსწავლეებმა კლასის დამრიგებლის ნეტარი გომურაშვილის ხელმძღვანელობით, თელავში მეფე ერეკლე II-ის სახლ-მუზეუმში სასწავლო ექსკურსია მოწყვეს.

ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა მოსწავლეებმა დაათვალიერეს ერეკლე მეფის სასახლე და იქვე ჩაატარეს შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე ,,პატარა კახი", რომლის ფარგლებშიც საინტერესო აქტივობები გამართეს. ღონისძიებამ მუზეუმის თანამშრომლებსა და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.

„მოსწავლეებმა შესწავლილი მასალა გაიმყარეს ნანახით. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ლ. ერგემლიძე, პედაგოგები, მშობლები, . გულთბილი მიღებისათვის დიდ მადლობას ვუხდით  მუზეუმის დირექტორს ბატონ გურამ ურჩუხიშვილს და მის კოლექტივს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...