წალკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
22-11-2022
წალკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობას ხშირად მართავენ.
ამჯერად, IX, X და XI კლასის მოსწავლეებმა ტოლერანტობასა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლაში გამართეს.
ისინი აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.