ტყიბულის N4 სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს არაერთი საგანმანათლებლო აქტივობა მიეძღვნა
22-11-2022

ტყიბულის N4 საჯარო სკოლის ამოცანაა აღზარდოს ტოლერანტი მოქალაქეები, რასაც დირექცია და პედაგოგები პირნათლად ასრულებენ. 

რა თქმა უნდა, სკოლაში აღინიშნა ტოლერანტობის დღე, რომელსაც საინტერესო აქტივობა მიეძღვნა. 

პედაგოგებმა, გადაწყვიტეს მოსწავლეებში ჩაეტარებინათ კვლევა - იცოდნენ თუ არა რას ნიშნავს ტოლერანტობა და თავად რამდენად ტოლერანტულები იყვნენ სხვა რელიგიის წარმომადგენლების მიმართ.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სკოლაში ჩატარდა ლექცია-სემინარი.  ბავშვებმა მოამზადეს პრეზენტაციები, გამოუშვეს კედლის გაზეთები.

ასევე პედაგოგებმა მოზარდებს აჩვენეს ტოლერანტობის მაგალითის ამსახველი ვიდეორგოლი.

აქტივობაში მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203