ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგი და მოსწავლე საინტერესო ტრენინგში მონაწილეობდნენ.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში ტრენინგი თემაზე - „სამოქალაქო განათლების კლუბის ჩამოყალიბება და მუშაობა“ გაიმართა.
ტრენინგზე სპიკერად მასწავლებელი
ფიქრია გიორხელიძე იყო მიწვეული. ის „ძველი თაობის“ კლუბის მეურვეა. გარდა ამისა, პანელზე დისკუსიაში სამოქალაქო კლუბის ლიდერი მე-10 კლასის მოსწავლე ლიკა მიქაბერიძე მონაწილეობდა.
აქტივობამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები: