ქვილიშორის საჯარო სკოლის მერვეკლასელებმა კლასის საათის ფარგლებში, საინტერესო ფილმი ნახეს
22-11-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პედაგოგები საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-8 კლასში კლასის საათი გაიმართა. მის ფარგლებში ფილმის - „კაცი, რომელიც ხეებს რგავდა“ ჩვენება მოეწყო. ამ ფილმის ჩვენების მიზანი იყო მოსწავლეებს კარგად გაეაზრებინათ რამდენი შეუძლია ადამიანს, თუ ამას ნამდვილად მოინდომებს და გაეგოთ რამდენად საჭიროა ხეების დარგვა მომავლისათვის.
შეხვედრას ესწრებოდა კლასის დამრიგებელი ლელა გოგიძე და კლასის ყველა მოსწავლე.
„ფილმის ჩვენების შემდეგ მოსწავლეებმა და კლასის დამრიგებელმა გადაწყვიტეს, გააგრძელონ ფილმის ჩვენება, ახლა უკვე სხვადასხვა კლასში, რათა სხვა მოსწავლეებმაც მხარი დაუჭირონ მათ ინიციატივას და დარგონ სკოლის ეზოში მარადმწვანე ხეები. ამით ისინი გაიგებენ და გაიაზრებენ რა დიდ საქმეს წარმოადგენს თუნდაც ერთი ხის დარგვა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს