თბილისის N53 საჯარო სკოლის მეექსვე კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი შემეცნებითი ტური
22-11-2022

აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N53 საჯარო სკოლის მეექსვე კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ტური მოეწყო. 

მეექვსეკლასელები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს გეოტექნიკური ლაბორატორია, კონსტრუქციების ლაბორატორია, ჰიდრავლიკის ლაბორატორია, ელექტრული და კომპოუტერული ინჟინერიის ლაბორატორიები.

მოსწავლეებმა მოინახულეს ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბიც, სადაც მომავლის პროფესიების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. დაათვალიერეს ალექსანდრე ქართველის სახელობის ბიბლიოთეკა.

მოსწავლეებმა ასევე მოისმინეს მოხსენებები კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების პროექტის შესახებ. ნახეს ცხოველები, საკოლექციო სინჯები და გაეცნენ ჰერბარიუმის დამზადების პრინციპებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203