„ბიჭი, რომელიც მთელმა ქალაქმა გაიცნო წარმატებას აღწევს“ - თხილნარის N1 სკოლის მოსწავლე მალხაზ ნაგერვაძემ კვაზიმოდოს როლი დიდი წარმატებით მოირგო
22-11-2022
მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლაში არაერთი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა წარმატებას სკოლა საზოგადოებას სიხარულით უზიარებს.

ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული მოსწავლე მალხაზ ნაგერვაძეა, მან „პარიზის ღვთისმშობლის ტაძრიდან“ კვაზიმოდოს როლი უდიდესი წარმატებით მოირგო. მან შემოქმედებითი და სამსახიობო უნარები წარმოაჩინა, შედეგად დიდი მოწონება დაიმსახურა. 

„ბიჭი, რომელიც მთელმა ქალაქმა გაიცნო წარმატებას აღწევს“,- აღნიშნავენ სკოლაში და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეს კიდევ მეტ წარმატებას უსურვებენ. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203