თბილისის N212 საჯარო სკოლის მოსწავლეები ორკვირიან საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობდნენ
22-11-2022
ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის თბილისის N212 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ.
ამჯერად, მოსწავლეები ჩაერთნენ სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტში - „კამათის ხელოვნება“. პროექტი ორი კვირა გაგრძელდა და მოსწავლეებისთვის საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
20 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელიც პროექტის მონაწილეთა დებატებს დაეთმო.
დებატების დაწყებამდე პროექტის მონაწილეებსა და დამსწრე აუდიტორიას მიესალმა პროექტის ხელმძღვანელი მარინე უგულავა.
პროექტი, მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში არგუმენტირებული კამათის კულტურის, კრიტიკული აზროვნების, სასაუბრო დროის რაციონალურად სარგებლობის, საჭირო მასალებისა და ინფორმაციის მოძიების უნარების განვითარებას, ასევე, მათ სწორად გამოყენებას, კომპრომისის ნახვასა და შეთანხმებას.
პროექტში საქართველოს კერძო და საჯარო სკოლების X-XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
პროექტის ფარგლებში ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს