თბილისის N21 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში წარმატებით იასპარეზეს
22-11-2022
თბილისის N21 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მომავალ თაობას არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ და სხვადასხვა კონკურსებში რთავენ. მოსწავლეებიც ინტერესით მონაწილეობენ მრავალფეროვან ინტელექტუალურ ღონისძიებებში და წარმატებასაც აღწევენ. 

ამჯერად სკოლის მოსწავლეები, თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში გამართულ ინტელექტუალურ თამაში - „რა, სად, როდის“ მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და მეორე ადგილი დაიკავეს.

ინტელექტუალური თამაში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, თანასწორობის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. 

შეჯიბრში თბილისის N20, N21, N47, N50, N77 სკოლებისა და თბილისის კლასიკური გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული 6 გუნდი მონაწილეობდა.

ინტელექტუალური თამაშის მონაწილეებმა ადამიანის უფლებებთან, ტოლერანტობასა და თანასწორობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხეს.

დაძაბული ინტელექტუალური შეჯიბრის დასასრულს, ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა. პირველი ადგილი გრიგოლ კობახიძის სახელობის თბილისის N77 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილი თბილისის N21 სკოლის მე-10 კლასელებმა დაიკავეს, მესამე ადგილი კი თბილისის N47 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ერგოთ.

თამაშის გამარჯვებულებსა და მონაწილეებს, ევროპის საბჭოს სახელით, სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე, ევროპის საბჭოს და თბილისის საჯარო სკოლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203