თელავის N5 სკოლის მე-2 კლასში შემოდგომას ქართული ენისა და ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილი მიეძღვნა
22-11-2022

თელავის N5 სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ. ამის მაგალითია, მე-2 კლასში ჩატარებული ქართული ენისა და ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილი, რომელიც მშობლებისა და მასწავლებლების ჩართულობით წარიმართა. 

გაკვეთილის თემა გახლდათ „შემოდგომა“. საგაკვეთილო პროცესს მასწავლებლები - ია ჩაველაშვილი და დარეჯან დვალი ხელმძღვანელობდნენ.

გაკვეთილზე მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ სილამაზით გამორჩეულ წელიწადის დროზე და მის თავისებურებებზე.

გაეცნენ მურმან ლებანიძის ლექსს - „რატომ გვიყვარს შემოდგომა“, რის შემდეგაც, შექმნეს ასოციაციური კავშირების რუკა. ერთმანეთს დაუკავშირეს შემოდგომის თვეების ძველი და ახალი სახელწოდებები.

გარემოზე დაკვირვების შედეგად, იმსჯელეს და ისაუბრეს, თუ რომელი ფერები ჭარბობს წელიწადის ამ დროს.

მშობლებთან ერთად შეასრულეს პრაქტიკული დავალება- დახატეს შემოდგომის პეიზაჟი და გააკეთეს პრეზენტაცია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203