ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის მრავალფეროვნება ღონისძიებაზე წარმოადგინეს
22-11-2022

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ და მათ სხვადასხვა საგანმანათლებლო, საზეიმო, გასართობ თუ კულტურულ ღონისძიებებს სთავაზობენ და მათი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-წახალისებას ცდილობენ. 

მათ შორის სკოლაში, შთამბეჭდავი საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა. „ოქროსფერი შემოდგომა“ მოსწავლეებისთვის სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა. მათ მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა წარმოადგინეს, მათ შორის, საშემოდგომო ნობათი გამოფინეს, ჩურჩხელები ამოავლეს, მინისპექტაკლი გაითამაშეს და წარმოადგინეს თუ როგორი მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203