
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროფესიული განვითარების კურსს გადიან.
სკოლაში მოსწავლეთა პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთის N2 საჯარო სკოლისა და კოლეჯ „განთიადის“ ერთობლივი პროექტი წარმატებით გრძელდება.
მოსწავლეები პროექტის ფარგლებში ჭრა-კერვას სწავლობენ. მოზარდები აღნიშნულ პროფესიას ხალისითა და დიდი მონდომებით ეუფლებიან, მათ შესაძლებლობა აქვთ ამ პროფესიაში თავიანთი შესაძლებლობები მოსინჯონ და განივითარონ საჭირო საბაზო უნარები.
იხილეთ ფოტოები: