„შემოდგომის ფერები“ აფხაზეთის N1 საჯარო სკოლაში - მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ღონისძიება გამართეს
21-11-2022

აფხაზეთის N1 საჯარო სკოლაში შემოდგომას მრავალფეროვანი ღონისძიება - „შემოდგომის ფერები“ მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნანა წურწუმიას ხელმძღვანელობით, საშემოდგომო ნობათი გამოფინეს და წარმოადგინეს თუ როგორი მრავალფეროვანი და ბარაქიანია წელიწადის ეს დრო საქართველოში. 

საკლასო ოთახი გაფორმდა მოსწავლეთა თემატური ნამუშევრებით. 

ბავშვებმა, მასწავლებელთან ერთად, შექმნეს ​სასიამოვნო, საშემოდგომო განწყობა და მხატვრულად გადმოსცეს ის განცდები და შთაბეჭდილებები, რომელიც შემოდგომას სდევს თან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203