
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლაში მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელობით, მათემატიკის კლუბი დაფუძნდა.
კლუბის სახელია „მოაზროვნე“ და მასში ჩართულია დაწყებითი საფეხურის 9 მოსწავლე, საბაზო საფეხურის 10 მოსწავლე და საშუალო საფეხურის 7 მოსწავლე.
კლუბის სლოგანია - „მათემატიკა მეცნიერების კარი და გასაღებია“.
სკოლის დირექცია, მარინე ტაბატაძის ხელმძღვანელობით, კლუბში ჩართულ მოსწავლეებს წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: