გუთურის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
21-11-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. იმისთვის რომ, მოსწავლეებს მოტივაცია მისცენ და მათი შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინონ დირექცია და პედაგოგები მოზარდებს სხვადასხვა საგანმანათლებლო, საზეიმო, გასართობ თუ კულტურულ ღონისძიებებს სთავაზობენ. 

გუთურის საჯარო სკოლაში გაიმართა კიდევ ერთი ლამაზი ღონისძიება, რომელიც დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა შემოდგომას მიუძღვნეს.

„და, შემოდგომა ხარიხებზე, მზის ღიმილს ხატავს!“- ეს სიტყვები ლაიტმოტივად გასდევდა დღესასწაულს, რომელზეც მოსწავლეებმა წარმოადგინეს თუ რაოდენ ბარაქიანი და ფერადია წელიწადის ეს დრო საქართველოში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203