მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში, ჯანდარის საჯარო სკოლას ესტუმრნენ
21-11-2022

9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები და მე-7 კლასის მოსწავლეები, ტოლერანტობის კვირეულთან დაკავშირებით, ჯანდარის საჯარო სკოლას შემოდგომის ზეიმზე ესტუმრნენ.

ეთნიკურად ქართველმა და აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა ეთობლივად იცეკვეს, იმღერეს, სიმბოლურად დახატეს ხელები, გააკეთეს წარწერები მშვიდობის, ტოლერანტობის, თანასწორობის აუცილებლობასა და აქტუალობაზე. ისაუბრეს ჯანსაღი ურთიერთობის აუცილებლობაზე.

აქტივობამ დიდი წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203