თელავის N5 სკოლის მოსწავლეებმა ისტორიულ მუზეუმში პროექტის - „პრეისტორიული საქართველოს ისტორია და ხელოვნება“ პრეზენტაცია გამართეს
21-11-2022

თელავის N5 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგმა ლია ალადაშვილმა და ხელოვნების პედაგოგმა ია ჩაველაშვილმა X კლასის მოსწავლეებთან ერთად განახორციელეს პროექტი თემაზე - „პრეისტორიული საქართველოს ისტორია და ხელოვნება“.

პროექტის პრეზენტაცია თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები პრეისტორიული ხანის ადამიანების მიერ შექმნილ იარაღებზე, საქმიანობაზე, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აღმოჩენილ არქეოლოგიურ არტეფაქტებზე, მათ რწმენა- წარმოდგენებზე.

ვიდეორგოლების საშუალებით დამსწრე საზოგადოებას აჩვენეს დმანისის აღმოჩენები, უძველესი ადამიანების ყოფა- ცხოვრება.

დამსწრეთა მოწონება დაიმსახურა ბავშვების ხელით ხის მასალისგან დამზადებულმა უძველესი სამარხების იმიტაციებმა და ნახატებმა, რომლებიც შექმნეს ეროვნულ მუზეუმში ნანახი არტეფაქტების ნახვით მიღებული შთაბეჭდილებების შემდეგ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203