
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლაში შიდა სასკოლო ღონისძიება - „ვინ უკეთ იცის ბუნების შესახებ?“ ჩატარდა.
აქტივობის ხელმძღვანელი მთვარისა ფუტკარაძე იყო.
ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. გაიმარჯვა გუნდმა - „არწივები“. სკოლაში მოსწავლეებს გამარჯვებას ულოცავენ.
გარდა ამისა, სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეებსა და ღონისძიების ხელმძღვანელს მადლობას უხდის საინტერესო ღონისძიების ჩატარებისათვის.
იხილეთ ფოტოები: