ლიის თემის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
21-11-2022

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ და მათ მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ.

შთამბეჭდავი იყო პირველკლასელებისთვის საანბანო პერიოდის დაწყებაც. პედაგოგმა მოსწავლეებს საზეიმო გაკვეთილი ჩაუტარა და ანბანის სწავლის დაწყება ნამდვილ დღესასწაულად უქცია. 

პედაგოგმა მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობაში ჩართო და არაერთი სასწავლო რესურსი შესთავაზა. 

მოსწავლეებმა გაკვეთილზე იაქტიურეს და ქართული ასო-ბგერების სწავლას დიდი შემართებით შეუდგნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203