დადეშის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა მინისპექტაკლი - „მეგობრები“ გამართეს
21-11-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმნილი. 

ამჯერად, მასწავლებელმა აიგუი მანასიანმა ქართული ენის გაკვეთილზე მე-4 კლასში, მოსწავლეებთან ერთად, დაგეგმა და დადგა მინისპექტაკლი „მეგობრები“. 

სპექტაკლი ნონა არევაძე-კოტორაშვილის მოთხრობის მიხედვით დაიდგა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ დეკორაციები ამავე კლასის მოსწავლეებმა შექმნეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203