წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეს საინტერესო გაკვეთილი მიეძღვნა
21-11-2022
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს შესაბამისი ღონისძიებებით აღნიშნავენ. 

ამჯერად, ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაკვეთილი ჩატარდა, რომელიც „ლექსთა მეფის“, გალაკტიონ ტაბიძის იუბილეს მიეძღვნა. მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ - მათ პოეზიის საღამო მოაწყვეს, „პოეტების მეფის“ ლექსები წაიკითხეს, მისი მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს და ცოდნა გაიღრმავეს.

გაკვეთილის მასწავლებელი ფაქიზო ფანჩულიძე უძღვებოდა. 

პედაგოგმა ისაუბრა გალაკტიონის ბიოგრაფიის, სიმბოლისტური, პატრიოტული და სატრფიალო ლექსების შესახებ. გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს „უკვდავების ბინადარს“.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203