წეროვნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის ფერადოვნება ღონისძიებაზე წარმოადგინეს
21-11-2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. დირექცია და პედაგოგები მომავალი თაობის შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას უდიდეს ყურადღებას უთმობენ და ამ მიზნით, სხვადასხვა საგანმანათლებლო, საზეიმო, გასართობ თუ კულტურულ ღონისძიებებს სთავაზობენ. 

ამჯერად, სკოლაში ღონისძიება შემოდგომას მიეძღვნა. ღონისძება - „შემოდგომაა, შემოდგომაა...“ პირველ - მესამე კლასში, პედაგოგ ლიანა ნონიაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა. 

მასში მოსწავლეები ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, იაქტიურეს და წარმოადგინეს თუ როგორი ბარაქიანი და მრავალფეროვანია წელიწადის ეს დრო საქართველოში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203