იელის საჯარო სკოლაში „ნორჩ მათემატიკოსთა“ კლუბის წევრები აქტიურად მუშაობენ
21-11-2022

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლაში „ნორჩ მათემატიკოსთა“ კლუბი წარმატებით ფუნქციონირებს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კლუბის წევრები აქტიურად მუშაობენ. მოსწავლეები სასკოლო საზოგადოებას სთავაზობენ სახალისო მათემატიკურ თავსატეხებს, ანებივრებენ მათ მიერ მოფიქრებული ამოცანებით, აგროვებენ „ბონუს-ქულებს“, რომლებიც გადაცვლადია. მათ ქულების გარკვეული რაოდენობით სხვადასხვა სასკოლო ნივთის აღება შეუძლიათ.

ნოემბრის თვეში მათ ტორტიც დაიმსახურეს. მოსწავლეები თანამშრომლობენ სხვა საგნის  მასწავლებლებთანაც.

ახლო მომავალში იგეგმება სპორტისა და მათემატიკის ინტეგრირებული შეჯიბრი.

„იელის სკოლის მასწავლებლები მშობლები კმაყოფილებას გამოთქვამენ და ყოველთვის მხარს უჭერენ მოსწავლეების ასეთ საინტერესო ინიციატივებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203