ქუთაისის N9 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეები საჯარო ბიბლიოთეკაში საინტერესო პროექტით წარდგნენ
21-11-2022

ქუთაისის N9 საჯარო სკოლის IV' კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო. 

19 ნოემბერს, მოსწავლეები, პედაგოგ მაია კერესელიძის ხელმძღვანელობით, ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკას ესტუმრნენ. 

ბიბლიოთეკაში მოსწავლეებმა წარადგინეს პროექტი - „მსოფლიოს საჯარო ბიბლიოთეკები“. 

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის N9 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, სკოლის დირექცია და პედაგოგები მომავალ თაობას არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203