
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
გაიმართა სკოლის სამოქალაქო კლუბ „სხივის“ მორიგი შეხვედრა. მისი მიმდინარეობისას კლუბის კურატორმა თამილა რიონიძემ მოსწავლეებს გააცნო სასკოლო სამოქალაქო კლუბის სახელმძღვანელო გზამკვლევი სამოქალაქო ინიციატივებისათვის, ინსტრუქციები სასკოლო-სამოქალაქო კლუბის მუშაობისთვის და სამოქალაქო განათლების საკლასო პროექტებისთვის.
შეხვედრაზე ისაუბრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია სკოლებში პროექტული სწავლების გაძლიერება და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ასევე, განიხილეს დაგეგმილი პროექტების განხორციელების გზები, რომლის განხორციელებაში აღნიშნული სახელმძღვანელოები დაეხმარებათ.
იხილეთ ფოტოები: