ტვიშის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამ მიზნით, მათ პედაგოგები საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. ამჯერად, დაწყებით კლასებში ღონისძიება - „ბარაქიანი შემოდგომა“ გაიმართა, რომელიც წელიწადის მიმდინარე დროს მიეძღვნა.
მოსწავლეები ღონისძიების მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
სკოლაში შემოდგომის ნობათი და შესაბამისი დეკორაცია იყო წარმოდგენილი, რაც საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.
იხილეთ ფოტოები: