„ოქროს შემოდგომა“​ - ბეჟანოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი ღონისძიება
21-11-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო, საზეიმო, გასართობ თუ კულტურულ ღონისძიებებს სთავაზობენ და მათი შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობენ. 

ამჯერად სკოლის, მეხუთეკლასელებმა, ინგლისური ენის პედაგოგ ნინო მელიქიძის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „ოქროს შემოდგომა“​ გამართეს.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს. 

მოსწავლეებმა წარმოთქვეს სამ ენაზე: ქართულად, ინგლისურად და სომხურად. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი იურა იაილოიანი, მასწავლებლები და კლასის დამრიგებელი.

მრავალფეროვანი ღონისძება მეტად საინტერესოდ წარიმართა და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203