„ოქროსფერი შემოდგომა“- თორიის საჯარო სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა
21-11-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამ მიზნით, მათ პედაგოგები საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. ამჯერად, სკოლაში ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ გაიმართა, რომელიც შემოდგომას მიეძღვნა. მისი ხელმძღვანელები მე-12 კლასის მოსწავლეები და მათი დამრიგებელი ლიანა მკრტჩიანი იყვნენ. 

მე-7, მე-8, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ღონისძიების მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ, მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა წარმოადგინეს - საშემოდგომო ნობათის გამოფენა, იუმორი, ცეკვა, სიმღერა და თამაში. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ასევე, ხელნაკეთი ნამუშევრებიც წარადგინეს.

სკოლაში შემოდგომის ნობათი და შესაბამისი დეკორაცია იყო წარმოდგენილი, რაც საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.

„ჟიურის წევრებმა ბავშვების ნამუშევრები შეაფასეს და 3 გამარჯვებული გუნდი გამოავლინეს, რომელთაც სიგელები გადაეცათ. ღონისძიება დამსწრე საზოგადოებაზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა“- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203