დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებაზე საინტერესო პროგრამით წარდგნენ
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლა საშემოდგომო ღონისძიებაში, მრავალფეროვანი აქტივობებით ჩაერთო.კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიება - „რომ ლექსმა შეკრას ჭრილობა ცივი“ ლადო ასათიანის სახელობის პარკში გაიმართა, სადაც მოწვეულნი იყვნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან გამორჩეული პოეტ-შემოქმედები.
გაიმართა საშემოდგომო გამოფენა-დეგუსტაცია, მოსწავლეებმა წარმოადგინეს სახალისო ნომრები, წაიკითხეს საყვარელი ლექსები, თათარაში ამოავლეს მძივებად ასხმული ჩურჩხელები. მათ ღირსეული მასპინძლობა გაუწიეს მიწვეულ სტუმრებს და დამსწრე საზოგადოებას.
სკოლა დაჯილდოვდა სამახსოვრო საჩუქრებით.
„მრავალი ოქროსფერი და ბარაქიანი შემოდგომა გვეზეიმოს, მშვიდ და ლაღ ქვეყანაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: