თბილისის N106 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღე ღონისძიებით აღნიშნეს
21-11-2022
ზურაბ იარაჯულის სახელობის ქალაქ თბილისის N106 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს შესაბამისი ღონისძიებებით აღნიშნავენ. 

ამჯერად, ღონისძიება გალაკტიონ ტაბიძის იუბილეს მიეძღვნა. მე-3 კლასის მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, რითაც ცოდნა გაიღრმავეს. 

მათი ხელმძღვანელი პედაგოგო ინა მეცხვარიშვილი იყო.

„თუ გსურთ, 3 წუთიანი მოგზაურობა პოეზიაში, გამოგვყევით. „პოეტების მეფის" - გალაკტიონ ტაბიძის 131-ე დაბადების დღეა. 
მანამ, სანამ მესამეკლასელები ახლოდან გაიცნობენ მის შემოქმედებას, ასეთი აქტივობა შევთავაზე“,- აღნიშნავს მასწავლებელი. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203