ტყაჩირის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
21-11-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტყაჩირის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა ღონისძიებებს, აქტივობებს თუ კონკურსებს სთავაზობენ. 

მათ შორის, 18 ნოემბერს სკოლაში, ტრადიციული ინტელექტუალური ჩემპიონატი - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა. 

სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა გუნდებმა ღირსეული კონკურენცია გაუწიეს ერთმანეთს.

ორივე რაუნდის შეჯამებული ქულებით, გამარჯვება, სერტიფიკატი და „ჭკვიანი ბუ“ წილად ხვდა, მე-12 კლასის გუნდ „ნიკეს“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203