ტყიბულის N4 სკოლის მხატვრული კითხვის კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
21-11-2022

ტყიბულის N4 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ნიჭისა და უნარების განვითარება-წახალისებას უდიდეს ყურადღება აქცევენ. ამ მიზნით, კი მრავალფეროვან საგანმანათლებლო ღონისძიებებს სთავაზობენ და სხვადასხვა კონკურსებში რთავენ. 

ამჯერად სკოლის V, VI, IX კლასის მოსწავლეები მხატვრული კითხვის კონკურსში მონაწილეობდნენ. 

მხატვრული კითხვის კონკურსი - „ვკითხულობთ გალაკტიონს“ გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეს მიეძღვნა და ტყიბულის შოთა რუსთაველის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა.

მოსწავლეები კონკურსში აქტიურად ჩაერთნენ და წარმატებაც მოიპოვეს. მიღწეული წარმატებისთვის კომპეტენტურმა ჟიურიმ მოზარდები დიპლომებითა და სამახსოვრო ბარათებით დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203