„ოქროს შემოდგომა საქართველოში“- ჯანდარის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა
21-11-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამ მიზნით, მათ პედაგოგები საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. ამჯერად, სკოლაში ღონისძიება - „ოქროს შემოდგომა საქართველოში“ გაიმართა, რომელიც შემოდგომას მიეძღვნა. 

მოსწავლეები ღონისძიების მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, იმღერეს, იცეკვეს, საინტერესო ნომრები წარადგინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

სკოლაში შემოდგომის ნობათი და შესაბამისი დეკორაცია იყო წარმოდგენილი, რაც საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203