დაბა თრიალეთის საჯარო სკოლის II და IV კლასის მოსწავლეებმა შემოდგომის მრავალფეროვნება წარმოადგინეს
21-11-2022

წალკის მუნიციპალიტეტის დაბა თრიალეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგების - მარინე ირემაძისა და ხათუნა კონცელიძის ხელმძღვანელობით აქტივობა - „ოქროსფერი შემოდგომა“ გაიმართა. 

მასწავლებლებმა II და IV კლასის მოსწავლეებს შემოდგომის თემაზე საინტერსო აქტივობები შესთავაზეს.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს სიმღერები, ლექსები, მოთხრობები. დახატეს ნახატები და ფერადი შემოდგომა ფურცელზე გადაიტანეს. ასევე, სკოლაში მოეწყო კუთხე, სადაც შემოდგომის ნობათი იყო განთავსებული.

მოსწავლეებმა აღნიშნული აქტივობის ფარგლებში მოამზადეს თათარა და ჩურჩხელები თავიანთი ხელით ამოავლეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203