იანეულის საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღე შემოქმედებითი ღონისძიებით აღინიშნა
21-11-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა, პედაგოგ თამარ ფიფიას ხელმძღვანელობით, გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღე შემოქმედებითი ღონისძიებით აღნიშნეს.

„როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაკტიონი!“- ეს სიტყვები ლაიტმოტივად გასდევდა ღონისძიებას, რომელიც მოსწავლეებისა და დამსწრე საზოგადოებისთვის მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 

მოსწავლეებმა პოეზიის მეფის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს, გააცოცხლეს ის ეპოქა რომელშიც პოეტი ცხოვრობდა და მისი ლექსები წაიკითხეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203