დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამ მიზნით, მათ პედაგოგები საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. ამჯერად, სკოლაში ღონისძიება - „შემოდგომის ფერები“ გაიმართა, რომელიც შემოდგომას მიეძღვნა.
მოსწავლეები ღონისძიების მიმდინარეობაში, დამრიგებელ მაია მთვარაძის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
სკოლაში შემოდგომის ნობათი და შესაბამისი დეკორაცია იყო წარმოდგენილი, რაც საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.
იხილეთ ფოტოები: