წითელსოფელის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებს თემაზე - „გალაქტიკა“ საინტერესო ღია გაკვეთილი ჩაუტარდათ
21-11-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზინით, მათ პედაგოგები საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-5 კლასში ბუნებისმეტყველებაში ღია გაკვეთილი „გალაქტიკა“ ჩატარდა.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ - ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და ერთმანეთს გაუზიარეს, მათ შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეების ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი.