ვაჩიანის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
21-11-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის 1-ელიბ კლასის მოსწავლეებმა მშობლიური ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს.
მასწავლებლემა ანიუტა შაინიანმა მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია, სომხური „ა“ ასო გააცნო და საინტერესო აქტივობები შესთავაზა. ის პატარებს მიესალმა, მათთან ერთად შეაჯამა წინასაანბანო პერიოდი და ეს ღირსშესანიშნავი დღე მიულოცა.
პირველკლასელები გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. მასწავლებელმა გაკვეთილზე სხვადასხვა რესურსი - ფერადი ფანქრები, ფლომასტერები და ფლიფჩატის დაფა გამოიყენა.
მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს.
„მოსწავლეები აქტიურად პასუხობდნენ მასწავლებლის მიერ ნათქვამი გამოცანების პასუხებს და „ა“-სთან დაკავშირებულ ლექსებსაც თამამად გამოთქვამდნენ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს