უწერის საჯარო სკოლაში, გალაკტიონ ტაბიძის იუბილესთან დაკავშირებით, პოეზიის საღამო გაიმართა
21-11-2022
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს შესაბამისი ღონისძიებებით აღნიშნავენ.
ამჯერად, ღონისძიება გალაკტიონ ტაბიძის იუბილეს მიეძღვნა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ - მათ პოეზიის საღამო მოაწყვეს, „პოეტების მეფის“ ლექსები წაიკითხეს, მისი მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს და ცოდნა გაიღრმავეს.
მოსწავლეები გაკალტიონ ტაბიძის როგორც ბიოგრაფიას, ასევე წერილებსა და ლექსებს გაეცნენ.