გორისის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა ჭორვილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მოინახულეს
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები საინტერესო გასვლით აქტივობაში მონაწილეობდნენ.
მათ ჭორვილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მოინახულეს. მოსწავლეები აქტივობაში დამრიგებელის მადონა დეკანოიძისა და სასწავლო ნაწილის ლამარა ქურციკიძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. მათ დრო სასიამოვნოდ გაატარეს, ცოდნა გაიღრმავეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
მოეწყო სხვადასხვა სახალისო აქტივობა, შეჯიბრებები, წარადგინეს მუსიკალური ნომრები.
„მართლაც საოცარი დღე... ჭორვილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, თავისი საოცარი მდებარეობით, ბუნებით - ალბათ ყველამ უნდა ნახოს ეს სილამაზე. კალენდარული გეგმით გათვალისწინებული „გიორგობის თვეში“ წარმატებით დაგვირგვინდა. მრავალი ბედნიერი დღე ჩემო, ძვირფასო მოსწავლეებო“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: