აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზინით, მათ პედაგოგები საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში მე-7 კლასის მოსწავლეებმა ნამუშევრები შექმნეს. თემა ბარბიზონელები და იმპრესიონისტები იყო.
აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეები XIX საუკუნის 30-იანი წლებში, სახვით ხელოვნებაში მიმდინარე სიახლეებში გარკვეულიყვნენ, ასევე, ღია სივრცეში ხატვის მიზნებსა და სირთულეებს გაცნობოდნენ და მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინათ.
მოსწავლეებმა ნამუშევრები, მასწავლებელ თამთა ნათიძის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესეით შეასრულეს. მათ შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: