„სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ“ - მარნეულის N6 სკოლაში ნიკო ფიროსმანის 160 წლის იუბილეს კვირეული მიეძღვნა
18-11-2022
მარნეულის N6 საჯარო სკოლაში, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, კვირეული „სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ“ ჩატარდა,  რომელიც მხატვარ ნიკო ფიროსმანის 160 წლის იუბილეს მიეძღვნა.

სკოლაში მოეწყო მოსწავლეთა ნახატების გამოფენა, ჩატარდა ესეების კონკურსი, მოსწავლეებმა მოინახულეს დაბა შაუმიანში მდებარე ქალანთაროვების სახლ-მუზეუმი, სადაც ნიკო ფიროსმანს გატარებული ჰქონდა ბავშვობის წლები, სკოლის ეზოში დაირგო ნიკო ფიროსმანის სახელობის ხე.

გამოფენის დროს წარმოდგენილი იყო მირზაანში მდებარე ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმისა და თბილისში მდებარე ნიკოს დროინდელი დუქნის მაკეტი.

მოსწავლეებმა გააცოცხლეს ნიკო ფიროსმანის დროინდელი ყარაჩოღელები, შემდეგ მათ წარმოადგინეს ნიკოს ცხოვრების ამსახველი მუსიკალურ–თეატრალიზებული ღონისძიება. მოსწავლეებმა გაითავისეს XIX საუკუნის კულტურა.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის პროექტის ორგანიზატორ ნანა ჩუბინიძესა და ღონისძიებაში მონაწილე თითოეულ მოსწავლესა და პედაგოგს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203