„ვირუსები და მათ მიერ გამოწვეული დაავადებები“ - ქუთაისის N19 სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები გამართეს
18-11-2022
ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. იმისთვის, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცენ პედაგოგები მოზარდებს მეტად საინტერესო და სახალისო სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მეშვიდეკლასელებს შთამბეჭდავი გაკვეთილი ბიოლოგიის მასწავლებელმა ლელა მანჯავიძემ შესთავაზა.
გაკვეთილზე საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს VII1 კლასისა (დამრიგებელი - თამილა ფურცხვანიძე ) და VII3 კლასის ( დამრიგებელი - ლელა მანჯავიძე ) მოსწავლეებმა თემაზე - „ვირუსები და მათ მიერ გამოწვეული დაავადებები“.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, საკითხი საკმაოდ აქტუალურია, რადგან მოსწავლეებს თავად მოუწიათ პანდემიის პირობებში ცხოვრება. მათ მოიძიეს ვირუსებზე ინფორმაცია, ისაუბრეს დაავადებებსა და პრევენციის გზებზე, შექმნეს პლაკატები, ვირუსის მოდელები და კლასის წინაშე წარადგინეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს