ძირულის საჯარო სკოლაში შემოდგომას შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა
18-11-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამ მიზნით, მათ პედაგოგები საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. ამჯერად, სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომელიც შემოდგომას მიეძღვნა.
მოსწავლეები ღონისძიების მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
სკოლაში შემოდგომის ნობათი და შესაბამისი დეკორაცია იყო წარმოდგენილი, რაც საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს