აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო აქტივობებს ხშირად ასრულებენ.
ამჯერად, ლიტ-არტ კლუბმა - „იალქანი“ პოეტ ელგუჯა მარღიას რობაიებისა და მანანა გეგიძის პოეტური ჩანახატების მიხედვით, მინი სპექტაკლი გამართა. მოსწავლეებმა დიდი მონდომება და ინტერესი გამოიჩინეს, მათ შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
კლუბის ხელმძღვანელი ფილოლოგიის დოქტორი ნანა ჯალაღონიაა.
„ვხედავ, ჩემთვისაც მოიცალე, წამი დამითმე
ამ სამყაროში... სიყვარულით გული გამითბე..."
სკოლის დირექცია მადლობას უხდის Thoreau-ს შემქმნელებსა და ლიტ-არტ კლუბ „იალქანის" წევრებს თანამშრომლობისა და ჩართულობისთვის“- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: