ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ წარმატებულ მოსწავლეს - საბა ქარაზანაშვილს გვაცნობს
18-11-2022
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესს“ ნიჭიერი, წარმატებული და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეები ჰყავს.
ერთ-ერთი ასეთი წარმატებული მოსწავლე საბა ქარაზანაშვილია. სკოლა მის ისტორიას გვიზიარებს.
ალტერბრიჯის უნივერსიტეტში ორჯერ მიიღო მონაწილეობა კონკურსებში: ინოვაციური ბიზნეს იდეა, რომელშიც გაიმარჯვა და კრეატიული სარეკლამო კამპანიაში, რომელშიც მისმა გუნდმა ჟიურის რჩეულის სტატუსი მოიპოვა.
მას არაერთი მიღწევა აქვს, რითიც სკოლაში ძალიან ამაყობენ.
„საქართველოს მასშტაბით 10 საუკეთესო მოსწავლეს შორის მოვხვდი აშშ-ს მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის (EPAG) მიერ ორგანიზებულ მნიშვნელოვან პროექტში და პრაქტიკებს ვესწრები სხვადასხვა კომპანიებში! ვიყავი სკოლის თვითმართველობის გუნდის წევრი, ჩავატარე ფრენბურთის ტურნირი, რომელიც ტრადიციად იქცა სკოლაში ჩემი აზრით, პროგრესი ნამდვილად არის გზა ახალი შესაძლებლობებისა და უნარების აღმოჩენის!“,- ამბობს საბა ქარაზანაშვილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს