თბილისის N42 სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის საქმიანობის გაძლიერების მიზნით, კვირეული გაიმართა
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის კვირეული გაიმართა.
ის მოსწავლეთა თვითმმართველობის საქმიანობის გაძლიერების მიზნით, მოეწყო.
კვირეულის ფარგლებში, სკოლის ყველა კლასის თვითმმართველობის თავმჯდომარემ, კლასის წევრებთან ერთად, შემუშავებული სამოქმედო გეგმა და პროგრამა თავისი კლასისთვის განკუთვნილ სივრცეში წარმოადგინა.
კვირეულის განმავლობაში, ისინი სხვადასხვა საშუალებებით - რჩევების ყუთი, ჩანაწერების წიგნაკი, სიტყვიერი გამოკითხვა, გასაუბრება - აგროვებდნენ სკოლის საზოგადოებისგან მოსაზრებებს, რჩევებს და რეკომენდაციებს როგორც თავიანთი პროგრამის, ისე, სკოლის საჭიროებებისა და განვითარების თაობაზე.
რამდენიმე კლასმა განახორციელა სკოლის საჭიროებების შესახებ მინი კვლევა და კვირეულის დასასრულს თავის სტენდზე წარმოადგინა გამოკვეთილი თემების პროცენტული მაჩვენებელი.
„კვირეულში მონაწილეობის შემდეგ კლასის მოსწავლეთა თვითმმართველობას შესაძლებლობა ექნებათ შეიტანონ ცვლილებები თავის სამოქმედო გეგმაში და კიდევ უფრო ნაყოფიერად გააგრძელონ მუშაობა.
სკოლის ადმინისტრაციამ კვირეულიდან მიიღო მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუ როგორ ხედავენ მოსწავლეები სკოლის არსებულ საჭიროებებს, რა არის მათთვის პრიორიტეტული ამჟამად, როგორ წარმოუდგენიათ მომავალში სკოლის განვითარება“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: