ჩაისუბნის საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეს ლიტერატურული ღონისძიება მიეძღვნა
18-11-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ. 

რა თქმა უნდა, პედაგოგთა და მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არც გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღე. 

პოეზიის მეფის დაბადებიდან 131 წლისთავს სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა. ლიტერატურულ ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაყვალა მახარაძე ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა გალაკტიონის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს და მისი ლექსები მხატვრულად წაიკითხეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203